ევროკავშირის დელეგაცია სოხუმს ეწვევა

დღეს ევროკავშირის დელეგაცია, ევროკომისიის საგარეო ურთიერთობათა გენერალური დირექტორატის აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის დირექტორატის ხელმძღვანელის ჰიუ მინგარელის ხელმძღვანელობით სოხუმში ჩავა და შეხვედრებს გამართავს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.


“აფსნიპრესის“ ცნობით, დელეგაციის წევრები 18 იანვარს ასევე შეხვდებიან სოხუმში მოქმედი საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.


ევროკავშირის წარმომადგენლებმა უკვე გამართეს შეხვედრები თბილისსა და ცხინვალში, სადაც კონფლიქტების მოგვარების პროცესში ევროკავშირის როლის გააქტიურებაზე იმსჯელეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version