ევროკავშირის დელეგაცია თბილისს სტუმრობს

ევროკავშირი და საქართველო კონფლიქტების მოგვარების პროცესში ევროკავშირის როლის გააქტიურების გზებს განიხილავენ.


ამ და ორმხრივი თანამშრომლობის სხვა საკითხებზე იმსჯელეს დღეს თბილისში მყოფმა ევროკომისიის საგარეო ურთიერთობათა აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიის და შუა აზიის დირექტორატის დირექტორმა იუგ მინგარელმა და სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა პიტერ სემნებიმ  ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან გიორგი ბარამიძესთან შეხვედრის დროს.


“განვიხილავდით შესაძლებლობას როგორ შეიძლება ევროკავშირი ჩაერთოს უფრო აქტიურად, ვიდრე ეს არის დღეს, საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების საკითხში, რა ახალი მექანიზმები უნდა ამუშავდეს, რომელიც მოგვცემს საშუალებას უფრო სწრაფი ტემპით ვიაროთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანად აღდგენისა და კონფლიქტის დარეგულირებისკენ“, – განუცხადა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს გიორგი ბარამიძემ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version