უცხოეთიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილების 66% რუსეთზე მოდის

2006 წლის განმავლობაში უცხოეთიდან საქართველოს კომერციულ ბანკებში 546 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც 2005 წლის მაჩვენებელს 143 მლნ აშშ დოლარით აღემატება.
 
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2006 წლის განმავლობაში საქართველოში უცხოური არხებით შემოსული თანხებიდან ყველაზე მეტი – 365 მლნ აშშ დოლარი რუსეთის ფედერაციიდან გადმოირიცხა; მეორე ადგილზეა ამერიკის შეერთებული შტატები 59.5 მლნ აშშ დოლარით. ასევე, 16 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა საბერძნეთიდან, 14 მლნ აშშ დოლარი თურქეთიდან, 11–11 მლნ აშშ დოლარი ესპანეთიდან და უკრაინიდან.
 
გასულ წელს, 2005 წელთან შედარებით,  44.3 მლნ აშშ დოლარით  გაიზარდა ასევე საქართველოდან განხორციელებული სწრაფი ფულადი გზავნილების მოცულობაც, რამაც ჯამში 132 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ფულადი გზავნილების 58.3% რუსეთზე, 6.4% უკრაინაზე და 4.8% აშშ–ზე მოდის.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version