აზერბაიჯანული გაზის იმპორტი საქართველოში შეფერხდა

აზერბაიჯანული გაზის იმპორტი, რომელიც 10 იანვარს უნდა დაწყებულიყო, ტექნიკური პრობლემების გამო შეფერხდა, აცხადებენ ოფიციალური პირები.


გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანული გაზის იმპორტი 11 ან 12 იანვარს დაიწყება.


საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა ალექსანდრე ხეთაგურმა კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.


შეთანხმების თანახმად, საქართველო სამი თვის მანძილზე 90 მილიონ კუბურ მეტრ გაზს შეიძენს აზერბაიჯანისგან 120 დოლარად 1000 კუბურ მეტრზე.


საქართველო იმედოვნებს, რომ მეტ გაზს მიიღებს აზერბაიჯანიდან  მას შემდეგ, რაც შაჰ-დენიზის გაზსადენი  ექსპლოატიაში შევა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version