ლევიტინი: რუსეთი არ გეგმავს საქართველოსთან სატრანსპორტო კავშირის აღდგენას

რუსეთის ტრანსპორტის მინისტრმა იგორ ლევიტინმა 5 იანვარს განაცხადა, რომ რუსეთი ჯერ არ გეგმავს საქართველოსთან სატრანსპორტო მიმოსვლის აღდგენას, იტყობინება “იტარ-ტასსი“.


ლევიტინმა, რომელიც ამჟამად სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, რუსულ საინფორმაციო სააგენტოს განუცხადა, რომ ის “რეგულარულ კონსულტაციებს“ მართავს ამ საკითხზე ქართულ მხარესთან, თუმცა რაიმე გეგმები სატრანსპროტო მიმოსვლის აღდგენის თაობაზე ჯერჯერობით არ არსებობს.


რუსეთმა საქართველოსთან საჰაერო, საზღვაო და სარკინიგზო მიმოსვლა, ასევე საფოსტო კავშირი 2006 წლის 3 ოქტომბერს შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა თბილისის მიერ ჯაშუშობაში ბრალდებული ოთხი რუსი ოფიცრის გათავისუფლება.


ოფიციალური მოსკოვის განცხადებით, მიმოსვლის შეწყვეტა კომერციულ მიზეზებს და ვალებთან დაკავშირებული დავებს უკავშირდება, თუმცა თბილისი ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკურს უწოდებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version