დეპუტატებმა შემოსავლების სამსახურის შექმნას დაუჭირეს მხარი

დღეს პარლამენტმა 131 ხმით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შექმნის შესახებ გადაწყვეტილებას.


კანონის თანახმად, 1 იანვრიდან საგადასახადო, საბაჟო დეპარტამენტები და ფინანსური პოლიცია ერთ სტრუქტურად გაერთიანდება შემოსავლების სამსახურში, რომლის უფროსს პრემიერ–მინისტრი დანიშნავს.


შესაბამისად, ფინანსური პოლიცია, რომელსაც ხშირად აკრიტიკებდნენ,  როგორც “ბიზნესის დატერორების იარაღს“, ცალკე ერთეულად ფუნქციონირებას შეწყვეტს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version