ცხინვალის რეგიონში ქართული სამშვიდობო ბატალიონის მეთაური სხვა თანამდებობაზე გადაიყვანეს

სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში ქართული სამშვიდობო ბატალიონის სარდალი პაატა ბედიანაშვილი თავდაცვის სამინისტროს ლოჯისტიკისა და საბრძოლო მასალების უზრუნველყოფის ბაზის უფროსად დაინიშნა.

თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სამხრეთ ოსეთში სამშვიდობო ძალების სარდლის მოვალეობას, სამშვიდობო ძალების შტაბის უფროსი კახა ურუშაძე შეასრულებს.

პაატა ბედიანაშვილის ფიგურა, რომელიც ქართველ სამშვიდობოთა მეთაურად  ირაკლი ოქრუაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროს, 2005 წლის სექტემბერში დაინიშნა, თბილისისა და ცხინვალის უთანხმოების მიზეზი გახდა. ოსური მხარის განცხადებით, ბედიანაშვილი  მიუღებელი კადრი იყო, რადგან ის 2004 წლის აგვისტოში ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში შეიარაღებულ დაპირისპირებაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა.

This post is also available in: English (ინგლისური)

Exit mobile version