დეპუტატებმა სამხედრო ძალების რაოდენობის გაზრდას დაუჭირეს მხარი

დღეს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო “საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების  შესახებ”  კანონი, რომელიც მომავალი წლიდან თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის რაოდენობის 26 ათასიდან 28 ათასამდე გაზრდას ითვალისწინებს.


28 ათასი ის მაქსიმალური რაოდენობაა, რომელიც შესაძლებელი იქნება თავდაცვის სამინისტროს ძალებში ირიცხებოდეს.


2005 წლისათვის თავდაცვის სამინისტროს რიცხოვნობის მაქსიმალურ ზღვარი 23 ათასი იყო, რაც 2006 წლისათვის 26 ათასამდე გაიზარდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version