აფხაზურმა და რუსულმა მხარეებმა მოლაპარაკებების პროცესის განახლებაზე იმსჯელეს

თვითგამოცხადებული აფხაზეთის პარლამენტის თავმჯდომარემ ნუგზარ აშუბამ და დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ 13 დეკემბერს შეხვედრა გამართეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციასთან საგანგებო დავალებათა ელჩის ვლადისლავ ჩერნოვის ხელმძღვანელობით.


“აფსნიპრესის“ ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების თაობაზე მოლაპარაკებების განახლებისა და მისთვის ახალი იმპულსის მიცემის საკითხი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version