ნოღაიდელი ვაშინგტონში რაისს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა და  აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა 11 დეკემბერს ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის საკითხი განიხილეს, იტყობინებიან აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის და საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურები. 


“საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა თვითმმართველობის, სამართლისა და ეკონომიკურ სფეროში მიმდინარე რეფორმებზე, აგრეთვე, ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებზე. მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს საქართველოში კონფლიქტების მოწესრიგების პროცესს და ამ პროცესში ამერიკის მონაწილეობას“, – იტყობინება საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version