კოკოითმა დე ფაქტო მთავრობის წევრები დანიშნა

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის თავდაცვისა და საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ხელმძღვანელად ანდრეი ლაპტევი დაინიშნა, იტყობინება 11 დეკემბერს სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი.


ლაპტევმა, რომელიც მანამდე დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს შტაბს ხელმძღვანელობდა, თავდაცვის მინისტრის პოსტზე ანატოლი ბარანკევიჩი შეცვალა, რომელიც დე ფაქტო პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის გადაწყვეტილებით თვითგამოცხადებული რეგიონის უშიშროების საბჭოს მდივნად დაინიშნა.


დე ფაქტო მთავრობაში თანამდებობები შეინარჩუნეს შინაგან საქმეთა მინისტრმა მიხეილ მინძაევმა და ერთი თვის წინ დანიშნულმა უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელმა ბორის ატოევმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version