ალტერნატიული მთავრობის წინადადება მონაწილეობა მიიღოს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების საკითხებზე მოლაპარაკებების პროცესში “აბსურდული“ და “არაეთიკურია“, განაცხადა სამხრეთ ოსეთის მხარის წარმომადგენელმა შერეულ საკონტროლო კომისიაში (შსკ) ბორის ჩოჩიევმა 5 დეკემბერს.
სამხრეთ ოსეთის ალტერნატიულ მთავრობაში საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა მაია ჩიგოევა-ცაბოშვილმა 5 დეკემბერს განაცხადა, რომ გონივრული იქნებოდა, თუ ალტერნატიული მთავრობა შერეული საკონტროლო კომისიის საქმიანობაში მიიღებდა მონაწილეობას. ამჟამად, კომისია ქართულ, სამხრეთ ოსურ, რუსულ და ჩრდილოეთ ოსურ მხარეებს აერთიანებს.
“ეს უკანონო ორგანიზაცია [ალტერნატიული მთავრობა] ცდილობს გახლიჩოს მოლაპარაკებების არსებული მექანიზმი. ეს თვითმარქვია ორგანიზაცია საქართველოს ხელმძღვანელობის მიერ შეიქმნა და მას არაფერი აქვს საერთო ამ ფორმატთან; ამიტომ მათ შეუძლიათ მხოლოდ ქართული მხარე წარმოადგინონ შსკ-ში“, – განაცხადა ჩოჩიევმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)