მოსკოვში დეპორტაციის მოლოდინში ერთი ქართველი გარდაიცვალა

51 წლის მანანა ჯაველია მოსკოვის გამანაწილებელში გარდაიცვალა, სადაც მან მიგრაციის წესების დარღვევის მოტივით დაკავების შემდეგ ექვსი კვირა გაატარა, იტყობინება ქართული მედია 3 დეკემბერს.


გადაწყვეტილება ჯაველიას საქმის შესახებ სასამართლოს 7 დეკემბერს უნდა გამოეტანა. ჯაველიას ნათესავებმა ქართულ ტელევიზიებს განუცხადეს, რომ მას გული აწუხებდა.


17 ოქტომბერს მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტში 48 წლის თენგიზ ტოგონიძე საქართველოში დეპორტაციამდე ასთმის შეტევით გარდაიცვალა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ტოგონიძეს გარდაცვალება იყო რუსეთში „არაადამიანული, ქსენოფობიური და ანტი-ქართული კამპანიის“ შედეგი. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version