სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ალტერნატიული პრეზიდენტის დიმიტრი სანაკოევის ინაუგურაციის შემდეგ, ალტერნატიული მთავრობის დაკომპლექტება დაიწყო.
მთავრობის მეთაურის პოსტზე წარდგენილია ალტერნატიული ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ურუზმაგ ქარქუსოვი, შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე – სამხრეთ ოსეთის ყოფილი დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრი, ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი ჯემალ ქარქუსოვი და საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე – ალტერნატიული საპრეზიდნეტო არჩევნების ერთ–ერთი კანდიდატი, ქართულ–ოსური კავშირი „იბერიონის“ ხელმძღვანელი მაია ჩიგოევა–ცაბოშვილი.
მაია ჩიგოევა–ცაბოშვილმა 1 დეკემბერს “სივილ ჯორჯიას” განუცხადა, რომ ალტერნატიული მთავრობის სრულად დაკომპლექტება, სავარაუდოდ, 10 დღეში დასრულდება. ალტერნატიულ მთავრობას სავარაუდოდ 12 მინისტრი ეყოლება და ის სოფელ ქურთაში განთავსდება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)