ცხინვალი ჯაშუშობაში ეჭვმიტანილის დაკავებას „აბსურდულს“ უწოდებს

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი მორიგ „პროვოკაციას“ და „აბსურდს“ უწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 30 ნოემბერს  საქართველოს მოქალაქის კახა ბაგაურის (ბაგაევის) დაკავებას და ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ თითქოს მას დავალებული ჰქონდა ალტერნატიულ დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული დიმიტრი სანაკოევის ლიკვიდაციის ორგანიზება.


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 29 წლის კახა ბაგაურს ბრალად ედება რუსეთის ფედერაციისა და სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის სპეცსამსახურთან თანამშრომლობა. სამინისტრომ გაავრცელა ვიდეომასალა, რომელშიც ბაგაური აცხადებს, რომ ის 2005 წლიდან თანამშრომლობდა სპეცსამსახურებთან თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთში და დავალებული ჰქონდა ჩეჩენი „ქილერების“ დაქირავება დიმიტრი სანაკოევის ლიკვიდაციის მიზნით.


„საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა ვერ შეძლეს დაწვრილებით აეხსნათ, სად და რა ვითარებაში იქნა დაკავებული ბაგაური, რომელსაც სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს“, – იტყობინება 1 დეკემბერს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების ბეჭვდისა და ინფორმაციის კომიტეტი სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის განცხადებაზე დაყრდნობით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version