შსს: ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (შსს) 30 ნოემბერს განაცხადა, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ დაკავებული იქნა რუსეთის ფედერაციისა და სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის სპეცსამსახურთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანილი, საქართველოს მოქალაქე, კახა ბაგაური (ბაგაევი).


შსს-ს ცნობით, 29 წლის კახა ბაგაური რუსეთის სპეცსამსახურებს აწვდიდა ინფორმაციას საქართველოს თავდაცვისუნარიანობის შესახებ, ასევე საქართველოში სტრატეგიული ობიექტების მდებარეობის ამსახველ ნახაზებს, შემდგომში მათზე დივერსიული აქტების მოწყობის მიზნით.


შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ვიდეომასალა, რომელშიც ბაგაური აცხადებს, რომ ის 2005 წლიდან თანამშრომლობდა სპეცსამსახურებთან თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთში.


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ბაგაურს დავალებული ჰქონდა დაექირავებინა ჩეჩენი „ქილერები“ სამხრეთ ოსეთის ალტერნატიურ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული დიმიტრი სანაკოევის ლიკვიდაციის მიზნით.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version