სოლანა: ევროკავშირი-რუსეთის სამიტზე საქართველოს შესახებ ვიმსჯელეთ

24 ნოემბერს ჰელსინკში გამართულ ევროკავშირი-რუსეთის სამიტზე ყველა ის საკითხი განვიხილეთ, რომლებიც “მნიშვნელოვანია ევროკავშირისა და რუსეთის ფედერაციისთვის“, მათ შორის საქართველოსთან დაკავშირებითაც, განაცხადა ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჰავიერ სოლანამ სამიტის შემდეგ.


საქართველოს შესახებ სხვა კომენტარი არ გაკეთებულა სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ფინეთის პრემიერ-მინისტრმა მატი ვენჰანენმა, ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ და ჰავიერ სოლანამ გამართეს.    

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version