მინსკში დსთ–ს ქვეყნების მთავრობების მეთაურთა საბჭოს სხდომას ბარამიძე დაესწრება

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში, ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე დღეს მინსკში გაემგზავრა, სადაც დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) ქვეყნების მთავრობების მეთაურთა საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც თურქეთში ვიზიტის გამო ვერ ესწრება პრემიერ–მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი.  

 

ვიცე-პრემიერის აპარატის ინფორმაციით, დღეს საბჭოზე გიორგი ბარამიძე სიტყვით გამოვა, სადაც ისაუბრებს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის  კონფლიქტის ზონებში არსებულ ვითარებაზე და ასევე რუს სამშვიდობოთა კონფლიქტის ზონიდან გაყვანის შესახებ.

 

 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version