მაჭავარიანი: მოსკოვი ბაქოზე ზეწოლას ახდენს გაზის საკითხთან დაკავშირებით

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა, რომელიც ახლახანს აზერბაიჯანში იმყოფებოდა, 24 ნოემბერს განაცხადა, რომ რუსეთი ზეწოლას ახდენს აზერბაიჯანზე, რომ საქართველოს დამატებითი გაზი არ მიყიდოს.


“რუსეთი ეუბნება აზერბაიჯანს, რომ თუ ეს გაზი [რუსეთიდან აზერბაიჯანში ექსპორტირებული] მოხდება ტრანზიტით საქართველოში, მისი ფასი გაიზრდება აზერბაიჯანისთვისაც. ჩვენმა აზერბაიჯანელმა კოლეგებმა გვითხრეს, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლების სურვილია დაეხმაროს საქართველოს და ისინი ეძებენ გზებს ამ პრობლემის მოსაგვარებლად“, – განუცხადა მაჭავარიანმა ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ს.   



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version