საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ვმო–ს თემაზე კომენტარს აკეთებს

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის გიორგი არველაძის განცხადებით, საქართველოს “ძალიან პრინციპული პოზიცია“ უკავია რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და ამ საკითხს მხარს არ დაუჭერს, თუ რუსეთი არ შეასრულებს ვალდებულებებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მოქმედი საბაჟო–გამშვები პუნქტების ლეგალიზაციის თაობაზე.


“გვაქვს ორი ძალიან კონკრეტული მოთხოვნა, ის ვალდებულებები, რომელიც რუსეთს აქვს აღებული ჩვენს წინაშე ჯერ კიდევ 2004 წელს და რომელსაც არ ასრულებს. ჩვენი ძალიან პრინციპული პოზიციაა, რომ თუ ეს ვალდებულებები არ შესრულდება, ჩვენ რა თქმა უნდა, მხარს არ დავუჭერთ[რუსეთის ვმო–ში გაწევრიანებას]“, – განუცხადა დღეს ჟურნალისტებს ეკონომიკის ახალმა მინისტრმა გიორგი არველაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version