თურქეთის უშიშროების საბჭოს მდივანი საქართველოს სტუმრობს

თურქეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს გენერალური მდივანი იჯით ალპოგანი 21 ნოემბერს თბილისში პრეზიდენტ სააკაშვილს შეხვდა, იტყობინება საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური.


ალპოგანი, რომელიც საქართველოში ოთხდღიანი ვიზიტით იმყოფება, უკვე შეხვდა პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს, პრემიერ-მინისტრს ზურაბ ნოღაიდელს და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს კოტე კემულარიას.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version