ნოღაიდელი დსთ–ს ქვეყნების მთავრობათა მეთაურების შეხვედრას არ დაესწრება

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი არ აპირებს გამგზავრებას მინსკში, სადაც 22 ნოემბერს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) ქვეყნების მთავრობათა მეთაურების სხდომაა დაგეგმილი.


მთავრობის კანცელარიაში უცნობია ნოღაიდელის ამ გადაწყვეტილების მიზეზები.


პრემიერ–მინისტრისაგან განსხვავებით, პრეზიდენტი სააკაშვილი 27 ნოემბერს აპირებს მინსკში გამგზავრებას და დსთ–ს სამიტში მონაწილეობის მიღებას, აცხადებენ პრეზიდენტის პრესსამსახურში. 



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version