თბილისში ირანულ-ქართული ბიზნეს ფორუმი იგეგმება

საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ცნობით, თბილისში 19-22 ნოემბერს ირანულ-ქართული ბიზნეს ფორუმი იმართება.


ფორუმში მონაწილეობას მიიღებს გაზის, მშენებლობის, კვების, პარფიუმერიის და სამედიცინო აღჭურვილობის წარმოების სფეროში მოღვაწე ირანელ ბიზნესმენთა ჯგუფი. საქართველოს ოფიციალურ პირებთან შეხვედრებზე ირანელი ბიზნესმენები საქართველოში არსებული ბიზნეს-კლიმატის შესახებ იმსჯელებენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version