ბეჟუაშვილი ბრიუსელში კონფლიქტების საკითხებს განიხილავს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა, რომელიც ამჟამად ბრიუსელში იმყოფება, განაცხადა, რომ ევროკავშირის და ნატოს ოფიციალურ წარმომადგელებთან შეხვედრებზე კონფლიქტების მოგვარების საკითხებს განიხილავს.


“მოლაპარაკებების დროს ჩვენ ნათლად მივანიშნეთ, რომ ვაპირებთ ამ კონფლიქტების პოლიტიკური გზით მოგვარებას, მათ შორის [სეპარატისტულ ხელისუფლებასთან] პირდაპირი დიალოგის და არსებული სამშვიდობო ფორმატის საერთაშორისო საპოლიციო ოპერაციით ჩანაცვლების გზით… არ ვაპირებთ შევეგუოთ არსებულ მიკერძოებულ და ცალმხრივ სამშვიდობო ოპერაციას“, – განუცხადა გელა ბეჟუაშვილმა ჟურნალისტებს 15 ნოემბერს. 


ბეჟუაშვილი ნატოს გენერალურ მდივანს იააპ დე ჰოოპ სხეფერს 15 ნოემბერს შეხვდება. 

აგრეთვე მან შეხვედრა გამართა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან ევროპისა და ევრაზიის საკითხებში მეთიუ ბრაიზასთან, რომელიც ასევე ბრიუსელს სტუმრობს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version