საგარეო უწყებაში საქართველო–ირანის ურთიერთობები განიხილეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი მანჯგალაძე 14 ნოემბერს  საქართველოში ირანის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მოჯტაბა დამირჩილუს შეხვდა, იტყობინება საგარეო უწყება.


ქართულ და ირანულ მხარეებს შორის გამართული საუბრის თემას წარმოადგენდა ორ ქვეყანას შორის ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები და შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივები.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version