რუსული პრესა სამხრეთ ოსეთის არჩევნებს სკეპტიკურად უყურებს

სამხრეთ ოსეთის არჩევნების შესახებ 14 ნოემბრის სტატიებში რუსული პრესა სკეპტიკურად უყურებს რეგიონში ჩატარებული რეფერენდუმის შესაძლო შედეგებს.


კომერსანტი


“ედუარდ კოკოითი არჩევნებში გამარჯვებას ზეიმობდა. მის გამარჯვებას რუსული ტელევიციზიებიც აღნიშნავენ – გუშინ კოკოითი კიდევ ერთხელ გახდა ეროვნული ტელეკომპანიებით ყველაზე ხშირად მოხსენიებული პიროვნება … თუმცა, სცენის მიღმა განწყობა [სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების] ძალიან ოპტიმისტური არ იყო. რუს და ოს პოლიტიკოსებს ესმით, რომ ქართული მხარის მიერ ორგანიზებული ალტერნატიული არჩევნები, ხელს უშლის რუსული მხარის გეგმებს ცნოს სამხრეთ ოსეთი კოსოვოს საერთაშორისო აღიარების შემდეგ. იქ [ცხინვალში] ამბობდნენ, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა პრეზიდენტ პუტინს აჯობა… სამხრეთ ოსეთი ფაქტიურად ორ ნაწილად გაიხლიჩა“.


როსიისკაია გაზეტა


“[სამხრეთ ოსეთის არჩევნების] შედეგად დასავლურმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს მიმართ… შედეგად, ის ძალები რუსეთში, რომლებიც ცხინვალის რეჟიმს ემხრობიან, არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ვის და რატომ დასჭირდა გაეზარდა ზღვარი რუსეთსა და დასავლეთს შორის გაღიზიანების გაღრმავებაში, განსაკუთრებით ევროკავშირი-რუსეთის სამიტის წინ?“ 


ნეზავისიმაია გაზეტა


“როგორც ჩანს, არჩევნები შედეგს არ გამოიღებს. სახელმწიფო სათათბიროს საკონსტიტუციო სამართლის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ანდრეი საველევმა “ნეზავისიმაია გაზეტას“ განუცხადა, რომ “რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის აღიარება, ან ანექსია არ იგეგმება. სახელმწიფო სათათბირო ამას არ გააკეთებს, რადგანაც არ არსებობს ამის სიგნალი კრემლიდან“. საველევის თქმით, რუსეთის ხელმძღვანელობას თვითგამოცხადებული რესპუბლიკა სააკაშვილზე ზეწოლისთვის სჭირდება“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version