ცხინვალი წარმატებულ არჩევნებს ზეიმობს

ასობით ადამიანი შეიკრიბა ცხინვალის ცენტრალურ მოედანზე ღამით, რათა “წარმატებული რეფერენდუმი და საპრეზიდენტო არჩევნები“ ეზეიმათ, იტყობინება სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი. 
 
“ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატეთ ჩვენი ერთობა და სწრაფვა დამოუკიდებლობისკენ“, – მიმართა სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ედუარდ კოკოითმა შეკრებილებს. საარჩევნო ადმინისტრაციის განცხადებით, კოკოითი ხელახლა იქნა არჩეული თვითგამოცხადებული რეგიონის პრეზიდენტად.


პარალელურად, ქართულ სოფელ ერედვში დიმიტრი სანაკოევმა არასამთავრობო ორგანიზაციის “ოსების ხსნის კავშირის“ მიერ ორგანიზებულ ალტერნატიულ არჩევნებში გამარჯვება იზეიმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version