აფხაზეთი საჰაერო წვრთნებს გეგმავს

6-30 ნოემბერს აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში საჰაერო თავდაცვისა და სამხედრო-საჰაერო ძალების ფართომასშტაბიანი წვრთნები იგეგმება, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო “აფსნიპრესი” 3 ნოემბერს. 


თვითგამოცხადებული რეგიონის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსის ანატოლი ზაიცევის განცხადებით, ეს იქნება საჰაერო თავდაცვისა და სამხედრო-საჰაერო ძალების მიერ განხორციელებული პირველი ერთობლივი სამხედრო წვრთნა.


წვრთნებში 600 სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას. სხვა დეტალების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version