“ყაზგაზტრანს-თბილისსა” და “გაზპრომს” შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს

შპს “ყაზგაზტრანს-თბილისსა“ და  რუსულ კომპანია “გაზპრომს“ შორის პირობითად მიღწეულია შეთანხმება თბილისისთვის 430 მლნ კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მოწოდების თაობაზე. ეს ის რაოდენობაა, რაც ერთი წლის განმავლობაში ესაჭიროება თბილისის გაზით მომარაგებას.


შპს “ყაზგაზტრანს-თბილისის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ეკა სარიას ინფორმაციით, სავარაუდოდ დეკემბრის შუა რიცხვებში დასრულდება მოლაპარაკებები მოწოდებული ბუნებრივი აირის ღირებულებასთან დაკავშირებით.


“ჯერჯერობით უცნობია გაიზრდება თუ არა გაზის ღირებულება”, – განუცხადა ეკა სარიამ “სივილ ჯორჯიას” 27 ოქტომბერს.


რუსეთმა გაზის ღირებულება საქართველოსთვის 60 აშშ დოლარიდან 110 დოლარამდე 2006 წლის დასაწყისიდან გაზარდა.


გაზის ღირებულების შესაძლო გაძვირება ნეგატიურად აისახება მომავალი წლის ეკონომიკურ ზრდის ტემპებზე.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version