ევროკომისარი რუსეთს ქართველების დევნის გამო აკრიტიკებს

ევროკავშირი შეშფოთებას გამოხატავს რუსეთიდან ქართველების გამოძევების გამო, განაცხადა ევროკავშირის კომისარმა საგარეო ურთიერთობების საკითხებში ბენიტა ფერერო-ვალდნერმა სტრასბურგში 25 ოქტომბერს ევროპარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას, იტყობინება EUobserver.com.


“ჩვენ განსაკუთრებით შეგვაშფოთა დიდი რაოდენობით ქართველების გამოძევებამ რუსეთის ტერიტორიიდან, რაც წინააღმდეგობაში მოდის რუსეთის მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპის კონვენციის წინაშე აღებულ ვალდებულებებთან“, – განაცხადა ბენიტა ფერერო-ვალდნერმა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version