სოხუმი კოდორის დაცხრილვას კატეგორიულად უარყოფს

თვითგამოცხადებული აფხაზეთის ხელმძღვანელობამ კატეგორიულად უარყო კავშირი დღეს კოდორის ხეობაში “გრადის“ ტიპის დანადგარიდან ცეცხლის გახსნის ინციდენტთან.


აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა “ინტერფაქსს“ განუცხადა, რომ ეს ქართული მხარის პროვოკაცია იყო. “ჩვენ ამ ტიპის პროვოკაციებს ველოდით და გავაფრთხილეთ ამის შესახებ საერთაშორისო საზოგადოება“, – განაცხადა მან.


დღესვე სერგეი ბაღაფშმა სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აფხაზური მხარე თბილისთან მოლაპარაკებებს მხოლოდ მას შემდეგ, განაახლებს, რაც ქართული ძალები და აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობა  კოდორის ხეობას დატოვებენ, იუწყება “აფსინიპრესი“.


მან ასევე მოუწოდა უცხოელ დიპლომატებს თავი შეიკავონ კოდორის ხეობაში განთავსებულ, მისი თქმით, “მარიონეტულ მთავრობასთან“ შეხვედრისაგან. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version