კოკოითი სამხრეთ ოსეთის ალტერნატიული მთავრობის შექმნის შესაძლებლობაზე საუბრობს

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის განცხადებით, თბილისი აიძულებს საქართველოში მცხოვრებ ოსებს შექმნან სამხრეთ ოსეთის ალტერნატიული მთავრობა.


“საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო ოსების წინააღმდეგ რეპრესიები, რათა აიძულონ ისინი შექმნან სამხრეთ ოსეთის პროქართული მარიონეტული მთავრობა. იგეგმება, რომ სამხრეთ ოსეთის  ე.წ პრეზიდენტის პოსტზე წამოაყენებენ სამხრეთ ოსეთის ყოფილი პრემიერის დიმიტრი სანაკოევის კანდიდატურას“, – განუცხადა ედუარდს კოკოითმა “ინტერფაქსს“ 24 ოქტომბერს.


მისი თქმით, უახლოეს მომავალში დიმიტრი სანაკოევი საქართველოს ტელევიზიით მიმართავს ოსებს და მოუწოდებს მათ უარი თქვან დამოუკიდებლობისა და რუსეთთან შეერთების იდეაზე.


24 ოქტომბერს ახლად შექმნილმა ორგანიზაციამ “ოსების ხსნის კავშირმა“ განაცხადა, რომ 12 ნოემბერს სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში დაგეგმილი არჩევნების პარალელურად “ალტერნატიული საპრეზიდენტო არჩევნების და რეფერენდუმის“ ჩატარებას გეგმავს.  ამ მიზნით უკვე ჩაამოყალიბდა ალტენრატიული ცენტრალური საარჩევნო კომისია, სადაც ჯერ–ჯერობით კანდიდატურები არ დარეგისტრირებულა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version