საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, არჩევნები 2008 წლის შემოდგომაზე ან ზამთარში გაიმართება

პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ 20 ოქტომბერს პარლამენტში წარდგენილი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის თანახმად, საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 2008 წლის 1 სექტემბრიდან 2008 წლის 31 დეკემბრამდე გაიმართება.

ამავე პერიოდში გაიმართება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მორიგი არჩევნები – ამ დებულებას ითვალისწინებს პრეზიდენტის კიდევ ერთი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატივა, რომელიც პარლამენტში ასევე 20 ოქტომბერს შევიდა. აჭარის მოქმედი უმაღლესი საბჭო 2004 წლის 20 ივნისს იქნა არჩეული.


საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის თანახმად, არჩევნების ზუსტ თარიღს პრეზიდენტი განსაზღვრავს.


თავდაპირველად, საპრეზიდენტო არჩევნები 2009 წლის აპრილისთვის, ხოლო საპარლამენტო არჩევნები 2008 წლის გაზაფხულისთვის იგეგმებოდა.


სააკაშვილის საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადა 2009 წლის იანვარში იწურება – მისი არჩევიდან ხუთი წლის შემდეგ.  


დამტკიცების შემთხვევაში, ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები პრეზიდენტ სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადას მაქსიმუმ 5 თვემდე და მინიმუმ თვეზე ნაკლები დროით შეამცირებს.


საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტმა ერთთვიანი საჯარო განხილვის პროცედურა უნდა გაიაროს, სანამ მას პარლამენტი დაამტკიცებს ან არ დაამტკიცებს. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version