რუსეთის ფედერაციის საბჭოს 139–მა სენატორმა დღეს მხარი დაუჭირა საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას, იუწყება “ინტერფაქსი”.
რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატამ ანალოგიური გადაწყვეტილება 6 ოქტომბერს მიიღო.
შეთანხმებით, რომელსაც ქართულმა და რუსულმა მხარეებმა 31 მარტს მოაწერეს ხელი, საქართველოდან სამხედრო ბაზების გაყვანის პროცესი სრულად 2008 წლის განმავლობაში უნდა დასრულდეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)