ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისს სტუმრობს

12-13 ოქტომბერს საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვევა ლიტვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი პეტრას ვაიტიეკუნასი, იტყობინება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.


დაგეგმილია შეხვედრები პრეზიდენტ სააკაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებთან, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version