მოსკოვში ‘ანტიქართულ ისტერია’ გააპროტესტეს

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა რუსულ ტელეკომპანიებს განუცხადა, რომ საქართველოს საწინააღმდეგო სანქციები არ უნდა შეეხოს “რიგით მოქალაქეებს… ამ მხრივ ყველაფერი კანონის ფარგლებში უნდა იყოს“.


ამასობაში, ათასზე მეტი ადამიანი, მათ შორის უფლებადამცველი და ლიბერალური ოპოზიციური ჯგუფებიდან,  8 ოქტომბერს პროტესტის გამოსახატავად მოსკოვის ცენტრში შეიკრიბა. აქციის ძირითადი მიზანი იყო ანტიქართული ისტერიის დაგმობა რუსეთში. თუმცა ეს საკითხი გარკვეულ წილად გადაფარა ცნობილი რუსი საგამოძიებო ჟურნალისტის ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობამ, რომელიც 7 ოქტომბერს იპოვეს მოკლული.


რადიო “ეხო მოსკვის“ განცხადებით, ეს იყო “ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქცია, რომელიც ოპოზიციამ უკანასკნელ პერიოდში მოსკოვში გამართა“.


ქართული მედია წყაროების ცნობით, უახლოეს დღეებში მოსკოვიდან თბილისში ასზე მეტი იმ ქართველის თვითმფრინავით ჩამოყვანა იგეგმება, რომელთაც საიმიგრაციო წესების დარღვევა ბრალდებათ.


პირველმა თვითმფრინავმა 130–მდე დეპორტირებული ქართველი ჩამოიყვანა 6 ოქტომბერს.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ კრემლი 7 ოქტომბერს “შოვინისტურ ისტერიაში” დაადანაშაულა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version