რუსეთის სათათბირომ მხარი დაუჭირა საქართველოსთან სამხედრო ხელშეკრულებების რატიფიცირებას

დღეს რუსეთის სათათბირომ მხარი დაუჭირა საქართველოსთან სამხედრო ხელშეკრულებების რატიფიცირებას რუსული სამხედრო ბაზების 2008 წლამდე გაყვანისა და საქართვველოს ტერიტორიის გავლით რუსეთის სამხედრო ტრანზიტის ორგანიზების თაობაზე, იტყობინება “ინტერფაქსი“.


ორივე ხელშეკრულებას, რომელთაც საქართველოს პარლამენტმა რატიფიცირება აპრილში გაუკეთა, თბილისმა და მოსკოვმა 2006 წლის 31 მარტს მოაწერეს ხელი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version