ეგზით პოლებით თბილისში მმართველი პარტია ლიდერობს

Business Consulting Group-მა (BCG) გამოაქვეყნა თბილისის მასშტაბით ჩატარებული ეგზით პოლების შედეგები, რომლის მიხედვითაც ადგილობრივ არჩევნებში მმართველი პარტია დიდი უპირატესობით 56,4%–ით ლიდერობს, ხოლო 4%–იანი ბარიერი გადალახეს ბლოკმა “დავითაშვილი, ხიდაშელი, ბერძენიშვილი“  – 8,1%; ლეიბორისტებმა   – 5,4% და მრეწველებმა – 4,3%.


4%–ზე ნაკლები აჩვენეს სალომე ზურაბიშვილის პარტიამ “საქართველოს გზა” და ეროვნულ–იდეოლოგიის პარტიამ. ამომრჩევლების 20%–მა კი თავი შეიკავა გაემხილა BCG–ს თანამშრომლებისთვის, თუ ვის მისცეს ხმა. 


ეს 17:30 საათის მონაცემებია, BCG საბოლოო მონაცემებს 10 საათისთვის გამოაქვეყნებს.


BCG–მ ეგზით პოლები ოთხი ტელეკომპანიის – რუსთავი 2, იმედი, საზოგადოებრივი მაუწყებელი, მზე – დაკვეთით განახორციელა.


ამავე კვლევის თანახმად თბილისში ამომრჩეველთა აქტივობამ 27% შეადგინა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version