აშშ ჯაშუშობის სკანდალის “ერთობლივი ძალებით“ მოგვარებისკენ მოუწოდებს

29 სექტემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში თბილისში აშშ-ს საელჩომ განაცხადა, რომ აშშ–ს მთავრობა მოუწოდებს საქართველოს და რუსეთის მთავრობებს ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში ჯაშუშობის გარშემო ატეხილი სკანდალის “სწრაფი და ჯეროვანი“ გადაჭრისაკენ.


“27 სექტემბერს აშშ-ს მთავრობისთვის ცნობილი გახდა საქართველოს მთავრობის მიერ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ოთხი რუსეთისა და თერთმეტი საქართველოს მოქალაქის დაკავების ფაქტი, ისევე როგორც სხვა ქართველი და რუსი ეროვნების ეჭვმიტანილთა შემდგომი დაკავების შესაძლებლობა. თუმცა აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების საკითხს, იმედს გამოვთქვამთ, რომ რუსეთისა და საქართველოს მთავრობები შეძლებენ ამგვარი საკითხების განხილვასა და გადაჭრას ერთობლივი ძალისხმევისა და ურთიერთპატივისცემის ჭრილში“, – ნათქვამია განცხადებაში.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version