მოსკოვმა თბილისიდან ელჩი გაიწვია

რუსეთის მხარემ მიიღო გადაწყვეტილება თბილისიდან ელჩის ვიაჩესლავ კოვალენკოს გაწვევის და თავისი მოქალაქეების საქართველოდან “ნაწილობრივი ევაკუაციის” დაიწყების შესახებ, იტყობინება რუსეთის საგარეო უწყება.

ამ ნაბიჯს წინ უძღოდა საქართველოს მიერ 27 სექტემბერს ოთხი რუსი სამხედრო ოფიცრის დაპატიმრება ჯაშუშობის ბრალდებით.

“რუსეთის მხარემ მიიღო გადაწყვეტილება გამოიწვიოს რუსეთის ელჩი თბილისში ვიაჩესლავ კოვალენკო კონსულტაციებისთვის. საქართველოში განთავსებული რუსული დაწესებულებების თანამშრომლების და მათი ოჯახების წევრების მიმართ მზარდი საფრთხის გამო, მიღებულია გადაწყვეტილება დაიწყოს მათი ნაწილობრივი ევაკუაცია ამ ქვეყნიდან. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თვითმფრინავების პირველი რეისები 29 სექტემბერს განხორციელდება“, – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე ურჩევს რუსეთის მოქალაქეებს თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version