საქართველოში რუსეთის შეიარაღებული ძალების ოთხი ოფიცერი დაიკარგა, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტი“ თბილისში რუსეთის საელჩოს ოფიციალური პირების სიტყვებზე დაყრდნობით.
ორი ოფიცერი ბათუმში განლაგებულ რუსულ სამხედრო ბაზაზე მსახურობდა, ორი კი- ამიერკავკასიაში რუსული ჯარების დაჯგუფების შტაბში.
“ჩვენ მათი ადგილმდებარეობის შესახებ არაფერი ვიცით“, – განუცხადა უცნობმა წყარომ რუსეთის საელჩოდან “რია ნოვოსტის“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)