საქართველოს საგარეო უწყება რუსი ოფიცრის ექსტრადირებას ითხოვს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ თბილისში რუსეთის ფედერაციის საელჩოს დესპანს ი. ვალინკინს ნოტა გადასცა, რომელშიც კატეგორიულად მოითხოვს რუსეთის სამხედრო დაზვერვის ოფიცრის კონსტანტინე პიგუჩინის ექსტრადირებას.


„კონსტანტინე პიგუჩინი, რომელსაც ჯაშუშობაში ედება ბრალი, ამჟამად თავს აფარებს თბილისში განთავსებული ამიერკავკასიის რუსეთის ჯარების დაჯგუფების შტაბის შენობას,“ – განაცხადა საქართველოს საგარეო უწყებამ 28 სექტემბერს.


ქართულ პოლიციას შტაბის შენობა კვლავ ალყაში ჰყავს მოქცეული.


საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საელჩოს წარმომადგენელს ოფიციალურად განემარტა 27 სექტემბერს  რუსი ოფიცრების დაკავების მიზეზები.


რუსეთის საელჩოს წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ დაპატიმრებულ ოფიცრებს.


რუსეთის საელჩოს პრეს-მდივანმა მიხეილ სვირინმა 28 სექტემბერს განაცხადა, რომ რუსი ოფიცრები „ნორმალურ პირობებში“ იმყოფებიან და ქართველი სამართალდამცავები მათ „კორექტულად“ ეპყრობიან.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version