ბეჟუაშვილი უკრაინის ხელმძღვანელობას შეხვდება

26-29 სექტემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი კიევს ეწვევა, სადაც შეხვედრებს გამართავს  უკრაინის პრეზიდენტთან ვიქტორ იუშჩენკოსთან, პრემიერ-მინისტრთან ვიქტორ იანუკოვიჩთან და თავის უკრაინელ კოლეგასთან ბორის ტარასიუკთან.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, გელა ბეჟუაშვილი მონაწილეობას მიიღებს ასევე საერთაშორისო ფორუმში – “სიცოცხლე ჩემს ხალხს“, რომელიც ეძღვნება მეორე მსოფლიო ომის წლებში კიევის მახლობლად ტრაგიკულად დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის ხსოვნას.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version