ივანოვი: საქართველოს ნატოში გაწევრიანებით რუსეთის უსაფრთხოება არ დაზარალდება

რუსეთის ვიცე–პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა განაცხადა, რომ ნატოში საქართველოს შესაძლო გაწევრიანება რუსეთის უსაფრთხოებას ზიანს ვერ მოუტანს.


“ნატოში შესვლა–არ შესვლა ეს საქართველოს საქმეა, რუსეთი კი აქ არაფერ შუაშია“, – იუწყება “რია ნოვოსტი“ ივანოვის სიტყვებს.


აქვე ივანოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ “საქართველოზე დასმული კითხვების ოდენობით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ საქართველო საერთაშორისო პოლიტიკის “ჭიპი“ და რუსეთის პრიორიტეტია“.


21 სექტემბერს ნიუ–იორკში ნატოს 26–მა წევრმა ქვეყანამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსთან “ინტენსიური დიალოგის“ დაწყების შესახებ, რაც წინ გადადგმული ნაბიჯია ნატოს წევრობის გზაზე.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version