სააკაშვილი ქართველ ბიზნესმენებს დასავლეთის ბაზრების ათვისებისკენ მოუწოდებს

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის მონახულების შემდეგ განაცხადა, რომ ქართველმა ბიზნესმენებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ დასავლეთის ბაზრების ასათვისებლად, რათა რუსეთის ალტერნატივა გაჩნდეს.


“ეს [საფონდო ბირჟაზე სტუმრობა] არის ძალიან დიდი რეკლამა და პატივი ჩვენი ქვეყნისთვის და ვფიქრობ მთავარია ყველაფერი ეს გამოიყენოს ჩვენმა ბიზნესმა და შევუტიოთ დასავლეთის ბაზრებს, არაფერი აუღებელი აქ არ არის… რუსეთის ალტერნატივა არის მთლიანად დასავლეთი – ევროპა, ამერიკა და ჩვენი მეზობელი ქვეყნები და ჩვენ ამას გამოვიყენებთ ძალიან კარგად და ყველა დაინახავს, რომ ნამდვილად არსებობს სხვა შესაძლებლობებიც, ვიდრე აქამდე ჰქონდა საქართველოს“, – განუცხადა ქართველ ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტმა.


პრეზიდენტი ნიუ-იორკს გაეროს გენერალური ასამბლეის მუშობაში მონაწილეობის მიზნით სტუმრობს, სადაც იგი სიტყვით 22 სექტემბერს გამოვა.  



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version