ნოღაიდელი: მეტი რეფორმებია საჭირო საინვესტიციო კლიმატის გასაუმჯობესებლად

პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა 20 სექტემბერს განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მსოფლიოს მასშტაბით რეფორმების განხორციელების კუთხით მოწინავე ქვეყნის სტატუსი მიენიჭა, მეტი მოქმედებაა საჭირო საინვესტიციო კლიმატის გასაუმჯობესებლად.


“საჭიროა საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესება, რაც შემდეგ ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას“, – განაცხადა ნოღაიდელმა მთავრობის სხდომაზე, თან იქვე დასძინა, რომ მთავრობის ეკონომიკურ გუნდს “უკვე დაევალა სიღრმისეული რეფორმების გატარება“ ამ კუთხით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version