ნიუ-იორკში საქართველოს და ირანის პრეზიდენტების შეხვედრა იგეგმება

დღეს ნიუ-იორკში საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და  ირანის პრეზიდენტის მაჰმუმ აჰმადინეჯადის პირისპირ შეხვედრაა დაგეგმილი.


საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა ნიუ-იორკში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეხვედრაზე განიხილება ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ენერგეტიკულ სფეროს დაეთმობა.


“ირანი ჩვენი სამეზობლოა და ჩვენ კარგი ურთიერთობები უნდა გვქონდეს, მაგრამ მეორეს მხრივ, ჩვენ მკაფიოდ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია ბირთვული იარაღის არ გავრცელების თაობაზე“, – განაცხადა გელა ბეჟუაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც ამჟამად ნიუ–იორში გაეროს გენერალური ასამბლეის 61–ე სესიაში მონაწილეობის მიზნით იმყოფება, ასევე შეხვდება თავის ამერიკელ კოლეგას ჯორჯ ბუშს.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version