ბეჟუაშვილი: ევროკავშირი კონფლიქტებში რუსეთის როლის დაბალანსებითვისაა საჭირო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა განაცხადა, რომ “ჩვენ ძალადობით დავასრულებთ“, თუ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის კონფლიქტებში არ შეიცვლება რუსული სამშვიდობო და მოლაპარაკებების ფორმატები.


ბრიუსელში გამოცემულ ინტერნეტ ჟურნალ EUobserver.com-თან ინტერვიუში ბეჟუაშვილმა განაცხადა, რომ “ეს არის ცივი ომი ცხელი ელემენტებით“.


“ჩვენ ძირითადად ფორმატის შეცვლის ინიციატივით გამოვდივართ, მოლაპარაკებების ფორმატის და [რუსული] სამშვიდობო ოპერაციის შეცვლის ინიციატივით… ჩვენ გვინდა [ევროკავშირის] როლის გაძლიერება რუსული როლის დაბალანსების მიზნით“, – განაცხადა ბეჟუაშვილმა.


ინტერვიუში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო კონფლიქტების მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოგვარებას გეგმავს.


ბეჟუაშვილი ბრიუსელს 14-17 ეწვია და ევროკავშირის და ნატოს ოფიციალურ პირებთან გამართა შეხვედრები. 


 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version