სააკაშვილი: ჩვენ კონფლიქტების მოგვარების ბოლომდე მიყვანას ვაპირებთ

დღეს პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო კონფლიქტების არსებობას აღარ შეეგუება და მათი მოგვარების საკითხს ბოლომდე მიიყვანს. პრეზიდენტი ამის შესახებ 22 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის 61–ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადებს.


“ვაპირებს გაეროს ტრიბუნიდან, ნიუ–იორკში, ერთხელ და სამუდამოდ სიმართლის თქმას რა ხდება საქართველოში და თქმას იმისა, რომ საქართველო აღარ აპირებს შეეგუოს უსამართლობას, ჩვენი უფლებების ფეხქვეშ გათელვას… ჩვენ ამ საქმის ბოლომდე მიყვანას ვაპირებთ და ჩვენ უკან დამხევები, გამჩუმებლები, შემგუებლები ნამდვილად აღარ ვართ, ჩვენ დასაშინებლები არც არასოდეს ვიყავით და არც არასოდეს არ ვიქნებით“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 18 სექტემბერს ზუგდიდის ერთ–ერთ სკოლაში გამოსვლისას.


პრეზიდენტი ნიუ–იორკში 19 სექტემბერს გაემგზავრება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version