სახელმწიფო მინისტრი ცხინვალში კონსულტაციებს გამართავს

კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი მერაბ ანთაძე დღეს ცხინვალში გაემგზავრება, სადაც შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) სხდომამდე თანათავმჯდომარეთა შორის კონსულტაციები გაიმართება.


დღევანდელ შეხვედრაზე მხარეები 15-16 სექტემბერს დაგეგმილი შსკ-ს სხდომის დღის წესრიგს შეათანხმებენ.


13 სექტემბერს მერაბ ანთაძე თბილისში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩს, შსკ-ს რუსული მხარის თანათავმჯდომარეს იური პოპოვს შეხვდა და ცხინვალის რეგიონში არსებული ვითარება და კონფლიქტის მოგვარების საკითხები განიხილა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version